BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

დღეიდან ტაქსების რეფორმის მეორე ფაზა იწყება

დღეიდან ტაქსების რეფორმის მეორე ფაზა იწყება.  შესაბამისი A ან B კატეგორიის ლიცენზიის მისაღებად ყველა დაინტერესებული პირი გამგეობაში, ან მერიაში უნდა მივიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პირი, ვინც ტაქსის რეფორმის მიხედვით შესაბამის კატეგორიაში არ ჩაერთვება, დაჯარიმდება.

 
ჯარიმა შესაბამისი დარღვევების მიხედვით განისაზღვრება. კერძოდ, უნებართვოდ ტაქსის მომსახურება 200 ლარით დაჯარიმებას გულისხმობს, ხოლო პირობების დარღვევა (მაგ: B კატეგორიაზე A კატეგორიის ტაქსის ნიშნით მოძრაობა) 100 ლარით დაჯარიმებას.
255