BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი რვა თვის საშუალო რეალური ზრდა 5.0 პროცენტით განისაზღვრა.

2019 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა მშენებლობაში, ტრანსპორტში, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში, ვაჭრობაში, დამამუშავებელ მრეწველობ აში, სასტუმროებსა და რესტორნებში. კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში.
 
226