BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

გიორგი გახარია: ის, რაც დღეს და გუშინ ხდებოდა ტყიბულში, არის აბსოლუტურად მიუღებელი

"ის, რაც დღეს და გუშინ ხდებოდა ტყიბულში, არის აბსოლუტურად მიუღებელი",- ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
 
პრემიერმა ანიშნული განცხადება გუშინ ტყიბულში განვითარებულ მოვლენებს კომენტირებისას გააკეთა, როდესაც 40-მდე მუშა შახტაში ჩავიდა, გამოაცხადა შიმშილობა და “საქნახშირისგან” ხელფასების გაცემას ითხოვდა, რაზეც დამსაქმებელი “ფინანსური კრიზისის” გამო უარს აცხადებს.
 
“თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ეს ის პრობლემებია, რომლებიც დაგროვილია წლების განმავლობაში. ყველა ინვესტორმა და დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვალდებულია, სრულფასოვნად შეასრულოს როგორც თავისი საფინანსო-სახელფასო ვალდებულებები, ასევე შეუქმნას თთოეულ დასაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები, რაც რა თქმა უნდა გულისხმობს შრომითი უსაფრთხოებისა და ტექნიკური უსაფრთხოების სრულ დაცვას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მიუღებელია, ის, რაც ტყიბულში ხდება. მსგავს შემთხვევებს ჩვენს ქვეყანაში ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს”,- განაცხადა პრემიერმა.
 
მანვე ეკონომიკის მინისტრს დაავალა დღესვე ჩავიდეს ადგილზე და იყოს მაქსიმალურად მკაცრი.
631