BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

დღეს, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რიგგარეშე სხდომას მართავს

დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რიგგარეშე სხდომა იმართება.

სხდომაზე კომიტეტი მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის შესახებ იმსჯელებს.

მპკ-ის განაკვეთი ამჟამად 7%-ია. ბოლო სხდომაზე სებ-მა განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაამკაცრა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განრიგით წელიწადში რვაჯერ იკრიბება. შემდგომი სხდომა, განრიგის შესაბამისად 23 ოქტომბერს გაიმართება.

237