BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კახეთის რეგიონში 123 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

23 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 123 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული: 80 ათასი ტონა რქაწითელი, 36 ათასი ტონა საფერავი, 3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. 

14 ათასამდე მევენახემ სხვადასხვა ღვინის საწარმოს უკვე ჩააბარა მოსავალი. ყურძნის დღეღამური გადამუშავება კვლავ 10-12 ათასი ტონის ფარგლებში რჩება, რაც რთველის პროცესის პიკურ ეტაპზე მიუთითებს. რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 288 კომპანია, მათგან 172 უკვე ჩართული იყო რთველის პროცესში.

წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501

218