BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

გრიგოლ ბაიბურთი: ახალ მენეჯმენტს ყოველთის ვაძლევ თავისი გეგმების სწორი იმპლემენტაციის საშუალებას

გრიგოლ ბაიბურთმა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა.

"ახალ მენეჯმენტს ყოველთის ვაძლევ თავისი გეგმების სწორი იმპლემენტაციის საშუალებას და თავის გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას" - აღნიშნა ბაიბურთმა.

საქმე იმაშია, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარედ რამდენიმე თვის წინ გიორგი პერტაია აირჩიეს, რომელმაც ამ პოსტზე ნინო ჩიქოვანი შეცვალა.

როგორც bm.ge-ს ბაიბურთმა განუცხადა, საქმიანობას აუდიტორულ კომპანია PKF Georgia-ში საოპერაციო დირექტორის პოზიციაზე გააგრძელებს.

"ყოველთვის მინდოდა კერძო სექტორში, განსაკუთრებით კონსალტინგის მიმართულებით ძალების მოსინჯვა; მომწონს ინტელექტუალური სერვისების განვითარება, ფორმირება და გაყიდვა; მოკლედ, დიდი გეგმები გვაქვს", - განაცხადა ბაიბურთმა.
317