BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

თურნავა: ჩვენ იმ გამოწვევებს, რაც ეკონომიკაში და სოციალურ სფეროში არსებობს, ძალიან კარგად ვხედავთ

"მიუხედავად იმისა, რომ NDI-ს სათავო ოფისი საკმაოდ სოლიდური ორგანიზაციაა და აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ამ თვალსაზრისით ჩვენ კითხვები არ გვაქვს, თუმცა სამწუხაროდ, ტრადიციულად, ადგილზე საველე სამუშაოებისთვის ისეთ პარტნიორებს ირჩევს, რომელთა შეფასებებიც ყოველთვის პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება და ჩვენში დიდ სანდოობას არ იწვევს.
 
"ჩვენ იმ გამოწვევებს, რაც ეკონომიკაში და სოციალურ სფეროში არსებობს, ძალიან კარგად ვხედავთ", -  ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ NDI-ის კვლევის შედეგებზე საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 60% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს.
 
"აქედან გამომდინარე, ჩვენ იმ გამოწვევებს, რაც ეკონომიკაში და სოციალურ სფეროში არსებობს, ძალიან კარგად ვხედავთ. ვიცით რაც არის ჩვენი პრობლემები – ეს არის სიღარიბე, რომელიც უნდა დავძლიოთ, დასაქმება, რომელიც უნდა გავზარდოთ და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ამ საკითხს კონკრეტული პროგრამებით ვპასუხობთ, თუნდაც საბიუჯეტო პროგრამებით", - აღნიშნა თურნავამ.
 
როგორც მინისტრი განმარტავს, მთავრობის "სახელმძღვანელო" ოფიციალური სტატისტიკაა.
 
"NDI-ს კვლევები ამ თვალსაზრისით, ტრადიციულად იქცა პოლიტიკურ სპეკულაციებად და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების ბერკეტად, ეს არ არის ჩვენი სახელმძღვანელო. ჩვენი სახელმძღვანელო არის ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც უფრო სანდოა, სადაც არც მეთოდოლოგია და არც ციფრები კითხვას არ იწვევს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
225