BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტი აუქციონზე 23 მლნ ლარად გაიყიდა

მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტი აუქციონზე 23 მლნ ლარად გაიყიდა. პროექტს კომპანია „ინდუსტრიული ქალაქი“ განახორციელებს.

ჯგუფის განხორციელებულია პროექტები სასტუმრო „რუმსი“, „სტამბა“, „ფაბრიკა“.

„მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე გვინდა განვავითაროთ პროექტი, რომელიც გლდანის, მუხიანისა და თემქისთვის ერთგვარი ახალი მიზიდულობის ცენტრი იქნება. აღნიშნული პროექტი გატანილი გვქონდა აუქციონზე და გვყავს გამარჯვებული კომპანია - „ინდუსტრიული ქალაქი“, რომელმაც ტერიტორია 23 მილიონ ლარად იყიდა. უკვე გვაქვს კომპანია „კოლიერსის“ მიერ შემუშავებული  კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, ამ კონკრეტულ ადგილზე უნდა მოეწყოს კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები, ღამის კლუბი, მულტიფუნქციური საკონცერტო, საგამოფენო, ფიტნეს და სხვა ტიპის სპორტული სივრცეები, საცურაო აუზი, სარეკრეაციო სივრცე, კინოთეატრები, გასართობი ცენტრი, მედიათეკა, მინი საბავშვო ქალაქი, მეცნიერებათა მუზეუმი, კულინარიის, სამუშაო-საწარმოო სივრცე და ა.შ. ძალიან საინტერესო პროექტია. გამარჯვებული კომპანიაც საკმაოდ წარმატებულია. ეს არის ჯგუფი, რომელიც დედაქალაქში ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო ობიექტებს ფლობს, როგორებიცაა სასტუმრო „რუმსი“, „სტამბა“, „ფაბრიკა“ და ა.შ.“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

135