BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

“სვეტის" მიერ დაზარალებული 2500-მდე ოჯახი ბინებს მიიღებს

კომპანია "სვეტის" მიერ დაზარალებული 2500-მდე ოჯახი ბინებს მიიღებს. კომპანია m2  „სვეტის“ სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს მირცხულავას ქუჩის 9-11-ში, ნუცუბიძის ქუჩის 125 ა-ში და ჭყონდიდელის ქუჩის N22-ში. სამივე პროექტი 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს.
 
"წარმატება არ არის საბოლოო, მარცხიც არ არის ტრაგედია, გაგრძელების სურვილია მთავარი!
შესაბამისად, ეს წარმატება არ არის საბოლოო, და ამ 2500 ოჯახის გარდა, მსგავსად დაზარალებული უფრო მეტი ოჯახის საკითხების გადაწყვეტის შემდეგ (ცენტრ-პოინტის ამბებს ვგულისხმობ), ვფიქრობ ჩვენ ერთად შეგვეძლება იმის თქმა,
რომ ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველა შესაძლებობაში ეძებენ პრობლემას, მაგრამ საბედნიეროდ, ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველა პრობლემაში ეძებენ შესაძლებლობას!"- კახა კალაძე. 
128