BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ლევან დავითაშვილი: ტყის მდგრადი მართვა აუცილებელი წინაპირობაა, რომ შევინარჩუნოთ ბუნებრივი რესურსები და მან თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე  სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა  ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობაზე.

ჩვენი ქვეყნის 40 ტყით დაფარულია. ვფიქრობბუნებრივი რესურსებიდან ეს არის  ყველაზე დიდისიმდიდრერომელიც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია

საკმაოდ რთულ და სავალალო მდგომარეობაში იყოაღნიშნული სექტორი. შესაბამისად, რამდენიმე წლისწინ დაიწყო კომპლექსური რეფორმა და დღეს, უკვეპარლამენტთან ვმუშაობთ ახალი კოდექსისმიღებაზერომელიც აბსოლუტურად ახალსაკანონმდებლო სივრცეს ქმნისტყისმდგრადი მართვის მიმართულებით, რაც  აუცილებელი წინაპირობაა,  რომ შევინარჩუნოთბუნებრივი  რესურსები და მან თავისი წვლილიშეიტანოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

დაგეგმილია 150 კმ-მდე სატყეო-სამეურნეო გზების, საქმიანი ეზოების მოწყობატყის მეურნეობებისაღდგენა.  უნდა აღინიშნოსრომ საქართველოსავარაუდოდ, მიიღებს 32 მილიონ დოლარიანდაფინანსებასიმისთვის, რომ ჩვენ სწორადგავაკეთოთ ინვესტიციები სატყეო სექტორისგანვითარებისთვისეს, პირდაპირ კავშირშია ჩვენიმოქალაქეების კეთილდღეობასა  და  ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან.

ბიომრავალფეროვნება, ჩვენი ბუნება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრეა. ბიოლოგიურირესურსების მდგრადი გამოყენებაშენარჩუნება/კონსერვაცია ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ახალ კანონმდებლობაზევმუშაობთ პარლამენტთან ერთადბიომრავალფეროვნების დაცვის შესახებ ახალიკანონი შექმნის საკანონმდებლო საფუძველს დაჩამოაყალიბებს პოლიტიკას  ჩვენიბიომრავალფეროვნების შენარჩუნების კუთხით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, შეიქმნა ველური ბუნების ეროვნული სააგენტორომლის ძირითადი ფუნქციებია: ფლორისა და ფაუნის სახეობათა ეტაპობრივი აღრიცხვისა და შემდგომი მონიტორინგის და კვლევების ორგანიზება, აღწარმოებისთვის საჭირო სამუშაო გენოფონდის შექმნა, ნადირობისა და სპორტული თევზჭერის რეგულირება; კერძო სექტორისთვის სახეობათა გასამრავლებელი მასალისა და საკონსულტაციო მომსახურებების  მიწოდება; მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა.

 

 

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანიროდესაც ჩვენ ვქმნით გარემოსდაცვითი კუთხით  სწორ ეკონომიკურ ურთიერთობებს, რაც  კონსერვაციისადა დაცვის ყველაზე ეფექტური მექანიზმია. უნდა აღინიშნოს, რომ გარემოსდაცვითიზედამხედველობისა და კონტროლის კუთხითგარკვეული პროგრესი უკვე სახეზეა. გამკაცრდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მერქნიანიმცენარეების უკანონო მოპოვების,  ნადირობისწესების დარღვევისა და წიაღისეულის უკანონომოპოვების შემთხვევებშიასევე,  გამკაცრდა სისხლისსამართლის პასუხისმგებლობა სახერხი საამქროებისრეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირებისწითელინუსხით დაცული სახეობების მოპოვებისასევეყველაზე მანკიერი პრაქტიკის - ელექტროშოკურიაპარატის ან ასაფეთქებლების გამოყენებითთევზჭერის შემთხვევებზე,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას, მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ განხორციელდა გარემოსდაცვითიზედამხედველობის დეპარტამენტის სრულირებრენდინგირომლის პრეზენტაციაც უახლოეს პერიოდში იგეგმებააღსანიშნავია გარემოსდაცვითიზედამხედველობის დეპარტამენტისა და დაცულიტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებისხელფასის ზრდარეინჯერების ხელფასი 100%-ით - 450 ლარიდან 900 ლარამდე უკვე გაიზარდა.  ასევე, მიმდინარეობს  აღნიშნული უწყებების თანამშრომელთა სადაზღვეო პაკეტებითუზრუნველყოფამათი კვალიფიკაციის ამაღლება დაგადამზადება, რაც ეფექტიანი კონტროლისსაშუალებას მოგვცემს.

2019 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გამოავლინა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 6 036 ფაქტი, მათ შორის სისხლის სამართლის ნიშნებს  შეიცავდა 469 საქმე, რომლებიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა საგამოძიებო ორგანოებს.

2019 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით,  განხორციელდა რეგულირების ობიექტების 1805 ინსპექტირება, აქედან შემოწმებული ობიექტების 31%-ში  დარღვევა არ გამოვლინდა.

184