BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია წარადგინა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია წარადგინა.

ამის შესახებ დღეს ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

„პოლიტსაბჭოზე მე როგორც თავმჯდომარემ წარვადგინე ახალი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის- გიორგი გახარიას სახით, მივიღეთ სრული მხარდაჭერა, ამის შემდგომ შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან და იქაც კითხვებიც არ დასმულა და ეს არის ობიექტური შეფასება ჩვენი არჩევნისა. თქვენც ჟურნალისტებიცა და საზოგადოებაც კარგად იცნობთ გიორგი გახარიას , მან საკუთარი მოღვაწეობით დაწყებული ბიზნესომბუდსმენობიდან, შემდგომ ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, მან ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე წარდგენა და ვფქიქრობ პარლამენტი მას აუცილებლად დაამტკიცებს“,- განაცხადა ივანიშვილმა და გახარიას წარმატება უსურვა,

171