BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

”BACK TO SCHOOL” - აქცია ISPACE-ში

საქართველოში ერთადერთ Apple-ის პრემიუმ რესელერში, გრანდიოზული Back To School აქციები დაიწყო. სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, iSpace-ში მომხმარებლებს MacBook Air-ი და MacBook Pro-ს მოდელების შეძენა  განსაკუთრებული ფასდაკლებით შეუძლიათ.

სპეციალური აქცია მოქმედებს iPad Air-სა და Smart Keyboard-ზეც, რომლის შეძენისას მომხმარებელი 200 ლარიან ფასდაკლებას მიიღებს.

2019 წლის ზაფხულში Apple-მა განაახლა MacBook Air-ის ხაზი, დაუმატა ახალი ეკრანი True Tone-ტექნოლოგიით მეტად ბუნებრივი გამოსახულებისთვის და ასევე შეამცირა ფასი სასტარტო მოდელზე.  ამასთანავე MacBook Pro-ს დაემატა ახალი მე-8 თაობის 8 ბირთვიანი პროცესორი, რაც ამ მოდელს იდეალურს ხდის ისეთ მოთხოვნად პროგრამებთან მუშაობისთვის, როგორიცაა FinalCut Pro, Cinema 4D და სხვა. ელეგანტური დიზაინი, მსუბუქი, მთელი დღის ელემენტი, უმაღლესი პროდუქტიულობა და თვალისმომჭრელი Retina ეკრანი ამ ლეპტოპებს იდეალურს ხდის სტუდენტებისთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებში, სტუდენტების 60% Macbook-ის მომხმარებელია.

„ სტუდენტებს უყვართ მაკი, - ესაა ნოუთბუქი, რომელსაც ისინი ეყრდნობიან სახლში, საკლასო ოთახში, სამსახურში თუ შესვენებისას. სწორედ ამიტომ ის N1-ია უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შორის“, - ამბობს ტომ ბოგერი, Mac-ის მარკეტინგის დირექტორი.

MacBook Air

MacBook Air-ი არის თხელი და მსუბუქი დიზაინის მქონე ნოუთბუქი, რომელიც წარმოდგენილია მე-8 თაობის მძლავრი პროცესორით, იმერსიული სტერეო დინამიკებით, თვალისმომჭრელი რეტინა ეკრანით და მთელი დღის ელემენტით. MacBook Air-ი შექმნილია, რომ მთელი დღის განმავლობაში მხარი აგიბათ ყოველდღიურ საქმეებში, მეილების გაგზავნიდან ფოტოების დამუშავებამდე. 

13 ინჩიანი MacBook Pro აერთიანებს უძლიერეს პროცესორს, სუპერ ჩქარ SSD-ს , მთელი დღის ელემენტს და საუკეთესო ეკრანს პორტატულ და მყარ კორპუსში. საწყისი მოდელი წარმოდგენილია 4 ბირთვიანი პროცესორით, Touch Bar-ით, Touch ID-ით, Apple-ის T2 ჩიპით და სტერეო დინამიკებით. ამ ფუნქციებით აღჭურვილი MacBook Pro საუკეთესოა სასწავლო პერიოდისთვის და მის შემდეგ კარიერის გასაგრძელებლად. ეს მოდელი მართლაც უნივერსალურია ყველა ტიპის პროფესიისთვის.

112