BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ ან თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე”

„პირდაპირ გეუბნებით, არ გამოგივათ ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ ან თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე, - ამ სიტყვებით მიმართა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ხელისუფლებას დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ხაზარაძის განცხადებით, მისი თანაგუნდელების მუშაობა მიმდინარეობს, რომ ანაკლიის პროექტი „გამარჯვებამდე მივიდეს“.

„იცით, რომ დაახლოებით 60 კაცი გვყავს ოფისში, რომელიც დღე და ღამე მუშაობს, რათა მივიყვანოთ ეს პროცესი გამარჯვებამდე და გამარჯვება პირველ რიგში არის, რომ დავამთავროთ მოლაპარაკება იმ კორპორაციებთან, რომლებთანაც რამდენჯერაც ახლოს მივედით ხელის მოწერაზე, იმდენი პროკურატურა შემოგვიქსიეს და შემოგვიქსიეს მთელი მსოფლიოს გასაგონად, თითქოს მე და ბადრი ფულის გამთეთრებლები ვართ. არ გამოგივათ, ეს ქმედება (ანგარიშების დაყადაღება) მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ ვერ გადავიხადოთ ხელფასები, ვერ დავაფინანსოთ და ვერ მოვემსახუროთ კრედიტებს, რომლებიც ჩვენი რისკის ქვეშ ავიღეთ, ჩვენი აქციების დაგირავების ქვეშ ავიღეთ, რომ ანაკლიის პროექტი მიგვეყვანა გამარჯვებამდე, თუმცა არც ეს გამოგივათ. პირდაპირ გეუბნებით, არ გამოგივათ და ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ ან თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე“, - მიმართა ხაზარაძემ ხელისუფლებას.

შეგახსენებთ, რომ დღეს „თიბისი ბაკის“ დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დიდ ბრიტანეთში მათი აქტივების დაყადაღების შესახებ გაგზავნილ მოთხოვნას უკავშირდება.

524