BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ხაზარაძე: უახლოეს ხანში დავაფუძნებთ მოძრაობას, მინდა შეგაშინოთ, პროფესიონალები გვიერთდებიან

„უახლოეს ხანში დავაფუძნებთ მოძრაობას. ძალიან დიდი ინტერესია, მინდა შეგაშინოთ, ახალგაზრდების უზარმაზარი არმია, პროფესიონალები გვიერთდებიან", - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

"გვიერთდება ის ხალხი, ვისაც უნდა სილაღე დაბრუნდეს და საფუძველი იმის, რომ ადამიანმა აქ ნახოს თავისი პერსპექტივა. იმ ადამიანებმა, რომელთა მშობლებმაც ბოლო კაპიკები გადაიხადეს, წავიდნენ უცხოეთში ისწავლეს, დაბრუნდნენ და ისეთი სპეციალობებით არიან მათ სახელმწიფო არათუ ყურადღებას აქცევს, საერთოდ არ სჭირდებათ. ზოგი კაფეს ხსნის და ზოგი - ბარს, ის სპეციალისტები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ასე ძალიან სჭირდება“,- განაცხადა ხაზარაძემ. 

შეგხასენებთ, რომ დღეს „თიბისი ბაკის“ დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დიდ ბრიტანეთში მათი აქტივების დაყადაღების შესახებ გაგზავნილ მოთხოვნას უკავშირდება. 

335