BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

დღეიდან ბათუმში ელექტრომობილების გაზიარების სერვისი ხელმისაწვდომია

ბათუმი საქართველოს მეორე ქალაქია, სადაც დღეიდან ელექტრომობილების გაზიარების სერვისით სარგებლობა იქნება შესაძლებელი. ბათუმის ბულვარში პროექტის პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მოსახლეობასთან ერთად დაესწრნენ. 

"ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პრიორიტეტი არის მწვანე ეკონომიკა. მწვანე ეკონომიკის მიმართულებით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ეს არის მომავლის ეკონომიკა, ეს არის ის ეკონომიკა, რომელიც ბოლომდე ჩვენი ქვეყნის პოტენციალის გამოყენებით, კიდევ უფრო უკეთესი გახადოს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება. მინდა მადლობა გადავუხადო კომპანიის წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტის მერიას, ბატონ პრემიერს მხარდაჭერისთვის", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

"აიქარმა" ბათუმში 20 ერთეული Renault–ის მარკის Zoe-ს მოდელის ელექტრომობილი ჩაიყვანა. სერვისის გასამართად ბათუმის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე – 8, ქობულეთში კი 2 ელექტროგასამართი სადგური დამონტაჟდა. 

ელექტრომობილებით გადაადგილება სარფი - ურეკის არეალში იქნება შესაძლებელი. მათი დაჯავშნა და დატოვება კი – მხოლოდ ბათუმში არსებულ პარკინგის ზონაში. 

311