BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მამუკა ხაზარაძე: „ქვეყანა უნდა გაიწმინდოს ტყუილისგან“

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც www.businesstime.ge უცვლელად გთავაზობთ: 

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევა ფეიკ ნიუსები, ეგრეთ წოდებული ტროლებ-ბოტებია. ცნობილია, რომ ამის უკან ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა სპეცსამსახურებიც დგანან. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის შესაბამისი უწყებები ამ ყველაფერს არ იძიებენ , რაც ბუნებრივად იწვევს ეჭვს მსგავს ქმედებებზე ხელის დაფარების შესახებ. 

უკვე ვრცელდება ვითომდა ჩემ მიერ გაკეთებული განცხადებები სხვადასხვა შინაარსით. იქმნება ყალბი გვერდები და ვრცელდება დეზინფორმაცია. 

იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული გაუგებრობა და ადამიანების შეცდომაში შეყვანა, გთხოვთ, დაეყრდნოთ მხოლოდ ჩემს გვერდზე დადებულ განცხადებებს. 
#ძირსსიყალბე! 

ქვეყანა უნდა გაიწმინდოს ტყუილისაგან“, - წერს ხაზარაძე.
1916