BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისის“ შენობიდან ადამიანების ევაკუაცია მოხდა

15 აგვისტოს, 22:15 საათზე, გალერია თბილისის ტექნიკურ სივრცეში, სავენტილაციო სისტემის ერთ-ერთ დანადგარს გაუჩნდა ალი, რის გამოც მოხდა სავაჭრო ცენტრის შენობის დაკვამლიანება. 
 
გალერია თბილისის ტექნიკურმა სამსახურმა ძალიან სწრაფად შეძლო ალის ჩაქრობა. ასევე დაუყოვნებლივ მოხდა შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუაცია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა და არ დაზიანებულა ქონება. ამ ეტაპზე უცნობია შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა.
346