BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მამუკა ხაზარაძე: ქართული კერა არ მოიშლება, ამ ომს ჩვენ მოვიგებთ!

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეს სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გუგუტიანთკარში არსებულ ვითარებას ეხუმაურება. 

ამასთან, მისი თქმით, გუგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება. 

„რუსული მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გვართმევს სამშობლოს ნაწილს. ეს არის ბრძოლა ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის, ამ ომს თავისი გმირები ჰყავს - იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით ცდილობენ საკუთარი ოჯახების და ქართული მიწის დაცვას. 

დღეს მათ სახლი წაართვეს, რომელიც უკვე ოკუპირებულ 20% -ს მიემატა. 

ამ ოჯახებმა ისევ უნდა იცხოვრონ თავიანთ მიწაზე, სადაც ახლა მავთულხლართებს ავლებენ რუსი ჯარისკაცები. 

ჩვენი მოვალეობაა, მათთან ერთად ვიდგეთ. 

ამიტომ გუგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება. აქვე მინდა ვთხოვო ქართულ ბიზნესს - დაეხმარონ იქ მცხოვრებ ადამიანებს. 
ქართული კერა არ მოიშლება, 

ამ ომს ჩვენ მოვიგებთ, 

საქართველო გაერთიანდება!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

554