BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 41 ფინალისტი სტარტაპი გამოვლენილია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 41 ფინალისტი სტარტაპი გამოვლენილია.

2-3 სექტემბერს 100 000 ლარიანი გრანტის მოსაპოვებლად ფინალისტები საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების წინაშე წარსდგებიან.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში საერთო ჯამში განაცხადების რეკორდული რაოდენობა შემოვიდა და 195-მა აპლიკანტმა გამოხატა ინტერესი კონკურსის მიმართ. მათგან 45-მა განაცხადმა ვერ გაიარა ადმინისტრაციული შეფასების ეტაპი. შესაბამისად, ხარისხობრივი შეფასების შედეგად, რომლის დროსაც 2 დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტი აფასებს განაცხადს, დარჩენილი 150 აპლიკანტიდან შეირჩა 41 პროექტი.

უკლებლივ ყველას, 195- ვე აპლიკანტს აქვს შესაძლებლობა შევიდეს პორტალზე, სადაც პირად გვერდზე მიიღებს სრულყოფილ ინფორმაციას, როგორც შეფასებისა და მიღებული ქულების, ასევე ექსპერტთა რეკომენდაციების შესახებ.

ფინალურ ეტაპზე გადასული სტარტაპები 19-დან 23 აგვისტოს ჩათვლით, 8:30-დან 18:00 საათამდე ტექნოპარკში (მისამართი: ოქროყანა, ინოვაციევის ქ.#7) გაივლიან სპეციალურ ტრენინგს, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ტრენერები ე.წ. ,,ქოუჩები“ შერჩეულ გუნდებს მოამზადებენ ფინალურ ეტაპზე საინვესტიციო კომიტეტის წინაშე პრეზენტაციების წარსადგენად. პრეზენტაციების შემდეგ კი, 3 სექტემბერს, გამოვლინდებიან საბოლოო გამარჯვებულები. თითოეული მათგანი მიიღებს საგრანტო პროგრამით გათვალისწინებულ დაფინანსებას 100 000 ლარამდე ოდენობით.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ  თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2019 წლის 31 მაისს მესამედ გამოაცხადა.პროგრამას ახორციელებს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიები სსააგენტო მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის” (GENIE) მხარდაჭრით.

პროგრამისმიზანია საქართველოშისაერთაშორისოპოტენციალისმქონეინოვაციურიპროდუქტებისდამომსახურების შემუშავება-ათვისების დაკომერციალიზაციისგზით ინოვაციებისდაინოვაციურისაწარმოებისწარმოქმნისსტიმულირება.

იხილეთ სტარტაპების შეფასების ცხრილი ქულებით.

ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.grants.gov.ge

542