BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მაჭავარიანი: „იმედი“, „რუსთავი 2“ და „მაესტრო“ გადასახადებს არ იხდიან

"სამი ტელეკომპანიის - იმედის, რუსთავი 2-ისა და მაესტროს ვალი ბიუჯეტის წინაშე 55 მილიონ ლარს აღწერს, კერძოდ კი იმედის ვალი 19 მილიონ ლარამდე, რუსთავი 2-ის ვალი 28 მილიონ ლარამდე, ტელეკომპანია მაესტროს ვალი კი 8 მილიონ ლარამდეა", - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, რამდენიმე წუთის წინ ქართული ტელეკომპანიების მიერ ცენტრალური ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი მრავალმილიონიანი ვალდებულებებზე საუბრისას განაცხადა.

"სახელმწიფო ამ ვალებთან მიმართებით ამნისტიის გამოცხადებას არ გეგმავს და ის არხების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, შემდგომი ორი კვირის განმავლობაში ვალის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის სამინისტროს მიმართონ. დაუდჯელობის სინდრომი და ეს მავნე პრაქტიკა უნდა დასრულდეს", განაცხადა მინისტრმა.

"გუშინაც დამისვეს ეს კითხვა და ვრცლად გიპასუხებთ. რამდენიმე ტელევიზიას აქვს საკმაოდ მსხვილი დავალიანება, იმედი, რუსთავი და მაესტრო, თანხები არის რუსთავი 2 28 მილიონის, იმედს 19 მილიონის, მაესტროს კი 8 მილიონის დავალიანება აქვს.

ისტორიას თუ გადავხედავთ, საქართველოში ეს მანკიერი პრაქტიკა არსებობდა. მემგონი ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გასწორდეს. არის სხვა ტელევიზიებიც, რომლებსაც არ აქვთ დავალიანება და ისინი იხდიან პატიოსნად თანხას. ეს ტელევიზია პატიოსნად იხდიდა, ასევე კავკასიაც. რა დააშავეს მათ ვინც პატიოსნად იხდის გადასახადებს. ეს ამბავი უნდა მოგვარდეს და გასწორდეს, ყველამ უნდა დაიწყოს გადახდა. ეს დავალიანებები არის საკმაოდ დიდი.

მინდა მოვუწოდო ტელევიზიებს, უახლოეს ვადაში - ორ კვირაში მინდა რომ მოვიდნენ და წარმოადგინონ საგადასახადო ტვირთის გადანაწილების და შემსუბუქების პროექტი. მიმდინარე დავალიანებები კი უნდა გადაიხადონ და აღარ გააგრძელონ ვალის დაგროვება. ეს არის სენსიტიური სექტორი, თუმცა მათ უნდა გადაიხადონ ეს თანხა.

ეს არის ძირითადად 2017, 2018 და 2019 წელს დაგროვილი ვალდებულებები, 2016 წლის ბოლოდან არის დაწყებული ვალდებულებების დაგროვება, მანამდე ყველა წესიერად იხდიდა,"- აცხადებს მაჭავარიანი.

319