BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა. 

როგორც www.businesstime.ge-ის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე სამეგრელო -ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

"ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია იმ პროგრამების თაობაზე, რომლებსაც მთავრობა ახორციელებს. 

ადგილობრივ მოსახლეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე გამოიკვეთა პრობლემები, რომლებიც კიწიას, დიდი ჭყონისა და კურზუს მოსახლეობას აწუხებს. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული პრობლემები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში. 

მოსახლეობამ პრიორიტეტად შიდა გზების რეაბილიტაცია, გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ამბულატორიებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია დაასახელა", - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში. 

315