BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

22-25 აგვისტოს ანაკლია-განმუხურში მუსიკალურ ფესტივალი ECHOWAVES 2019-ი ჩატარდება, რისთვისაც 2.5 მლნ ლარი დაიხარჯება

ანაკლიასა და განმუხურში მუსიკალურ ფესტივალ ECHOWAVES 2019-ის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ორგანიზატორებმა დღეს მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლეს და ინფორმაცია მიაწოდეს. ამ დროისთვის ტერიტორიაზე სცენების მონტაჟი, კვების ობიექტების მოწყობა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

გარდა მუსიკალური ნომრებისა, ორგანიზატორების ინფორმაციით, დღის განმავლობაში ანაკლიის სანაპიროზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სპორტულ და გასართობ აქტივობებში ჩაერთონ, დაესწრონ ვორქშოფებს. ასევე, ეწვიონ ღია კინოთეატრს და ახლომდებარე ლოკაციებიც მოინახულონ. საფესტივალო ტერიტორიაზე კარვებიც განთავსდება. ანაკლიის ფესტივალს რამდენიმე ახალი სთეიჯი შეემატა.
 
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი EXIT-ის ქოლგის ქვეშ იმართება. 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიის მუსიკალურ ფესტივალს CHECK-IN-GEORGIA წარმოადგენს. 
 
წელს ფესტივალი კამპანია #SPENDYOURSUMMERINGEORGIA-ში ჩაერთო, რადგან, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ECHOWAVES-ის ერთ-ერთი პრიორიტეტი, საქართველოსთვის ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე, სწორედ ტურისტების მოზიდვაა.შარშან ფესტივალს 70-ზე მეტი ქვეყნიდან, 10 000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობდა. ორგანიზატორების წელსაც არანაკლებ რაოდენობას ელოდებიან. ფესტივალის ჩასატარებლად ბიუჯეტიდან 2.559.600 ლარი გამოიყო.
 
radioatinati
629