BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მამუკა ბახტაძე: „ივლისში, ტურიზმის სექტორმა სავარაუდოდ, 60 მლნ დოლარის ზარალი ნახა“

"ივლისში, ტურიზმის სექტორმა სავარაუდოდ, 60 მლნ დოლარის ზარალი ნახა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი თემის კომენტირებისას განუცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ტურიზმის სექტორში მზარდ დინამიკას დააბრუნებს. „ივლისის მონაცემებით, სავარაუდოდ, 60 მლნ დოლარის ზარალი ჰქონდა ტურისტულ სექტორს წინა წელთან შედარებით. ტრენდი იყო ძალიან კარგი. ივნისში ტურისტების 40%-იანი ზრდა გვქონდა მხოლოდ აჭარაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაგრამ ის ნაბიჯები, რომელიც გადავდგით, მე მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ აუცლებლად დავაბრუნებთ ტურისტულ სექტორში იმ ძალიან მზარდ დინამიკას, რომელიც გვქონდა“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ აუცილებელია, ტურიზმის სექტორში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გვერდში დგომა და დახმარება.

„იცით, რომ ჩვენ დავამუშავეთ ორი პროგრამა, რომელიც, ვფიქრობ, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ტურიზმის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო მეწარმეები გაუმკლავდნენ იმ პრობლემებს, რომლებიც მოკლე ვადაში შეგვექმნა. რაც შეეხება საშუალოვადიან პერსპექტივას, დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავაბრუნებთ ტურიზმის სექტორში იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვქონდა“, - აღნიშნა მან.

 
552