BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

პრემიერი: „გვაქვს მოლოდინი, რომ ლარი დასტაბილურდება“

"გვაქვს მოლოდინი, რომ ლარი დასტაბილურდება და ეს ნეგატიური ფონი მოიხსნება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერი-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეკონომიკური ანალიზი ცხადყოფს, რომ წამყვანი ფაქტორები პოზიტიურია, შეინიშნება კარგი სავაჭრო დინამიკა და მაღალ დონეზეა საექსპორტო მაჩვენებლები.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველა საჭირო მოქმედებას, რათა ეკონომიკური მიმართულებით მზარდი დინამიკა შენარჩუნდეს.

„ზოგადი ეკონომიკის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ყველა წამყვანი ფაქტორი პოზიტიურია, ექსპორტი საკმაოდ მაღალ დონეზეა, მიმდინარეობს კარგი სავაჭრო დინამიკა დეფიციტის თვალსაზრისით და ბუნებრივია, არის ოპტიმიზმი ლარის კურსთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, კომერციული ბანკების ანალიზმა აჩვენა და საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა და ეროვნულმა ბანკმა თქვა, რომ გვქონდა ლარის ზედმეტი გაუფასურება, თუმცა ახლა გვაქვს მოლოდინი, რომ ლარი დასტაბილურდება და ეს ნეგატიური ფონი მოიხსნება“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

535