BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

2019 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოს შემოსავალი $1.5 მილიარდი შეადგინა

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივნისში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 1.5 მილიარდ აშშ დოლარს (ზრდა +7%) შეადგენს, რაც 95 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

2019 წლის I კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 578 მილიონ აშშ დოლარს (ზრდა +5%) შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 28 მილიონით აღემატება. 

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წლის I კვარტლის მონაცემებით 7.1%-ია. 

ცნობისთვის: 2018 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 3.2 მილიარდ დოლარს (ზრდა +19.1%) შეადგენს, რაც 518 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 

ამასთან, ტურიზმის წილი მშპ–ში 2018 წლის მონაცემებით 7.6%-ია.

401