BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

2019 წლის ივლისში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 1%-ით გაიზარდა

2019 წლის ივლისში საქართველოში 1,099,474 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.8%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 570,482 შეადგინა, რაც 5,505-ით მეტია 2018 წლის ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +1%). 

აღნიშნული ინფორმაცია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. 

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+13.1%), რუსეთიდან (-6.4%), თურქეთი (+9.6%) და სომხეთი (+3.2%) შედგა. 

ამასთან, როგორც ახალი მონაცემები აჩვენებს, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +33.7%, საფრანგეთი +29.6%, ლიტვა +20%, ლატვია +17.4%, პოლონეთი +15.7% და სხვა. 

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი +58.1%, ჩინეთი +55.6%, უზბეკეთი +50.9%, საუდის არაბეთი +42.1%, კორეა +38.9%, ყაზახეთი +28,5% და სხვა. 

502