BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

სებ-ი ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ TBC BANK GROUP PLC-ში თანამდებობების დატოვებას მიესალმება

საქართველოს ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ TBC Bank Group PLC-ის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობების დატოვებას მიესალმება. 

„საქართველოს ეროვნული ბანკი, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დადებითად აფასებს თიბისი ბანკის დამფუძნებელი აქციონერების გადაწყვეტილებას, დატოვონ დაკავებული თანამდებობები TBC Bank Group PLC-ის სამეთვალყურეო საბჭოში (თიბისი ბანკის 100%-იანი აქციონერი ლონდონში). 

საქართველოს ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა. ის ძლიერი და მდგრადი ფინანსური ინსტიტუტია. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მიმდინარე წლის აპრილიდან აღარ არიან უშუალოდ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და განვითარებული მოვლენები ბანკის ოპერაციებზე გავლენას არ მოახდენს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

600