BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

იუსტიციის სახლში საზღვრის კვეთის ცნობების გაცემა დაიწყო

იუსტიციის სახლში საზღვრის კვეთის ცნობების გაცემა დაიწყო. როგორც Bm.ge-ს იუსტიციის სახლში განუცხადეს, აღნიშნული სერვისი, შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისებს შორის, რიგით მეორე ყველაზე მოთხოვნადი დოკუმენტია და მისი მიღება უკვე დღეიდან იქნება შესაძლებელი. 

ამასთან, როგორც  იუსტიციის სახლში განმარატავენ, ცნობის მომზადების ვადა და საფასური 5 დღეში - 20 ლარს; 3 სამუშაო დღეში - 35 ლარს; 1 სამუშაო დღეში კი 45 ლარს შეადგენს. 

"უახლოეს მომავალში მომხმარებელი შსს-ს მომსახურების კიდევ ერთი სერვისის -„ცნობა ავტოსატრანსორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ მიღებას შეძლებს. მიმდინარეობს მუშაობა, სხვა უწყებების არაერთი სერვისის დანერგვის მიმართულებითაც, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზნის მიღწევას - კიდევ უფრო გაუმჯობესდეს სერვისებზე ხელმისაწვდომობა და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი”-აცხადებენ იუსტიციის სახლში.

შეგახსენებთ:„ცნობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ“ არის დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე გაიცემა და ასახულია ინფორმაცია მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან/და გადმოკვეთის თაობაზე.

785