BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საჯარო რეესტრმა „რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს დაურეგისტრირა

საქართველოს საჯარო რეესტრმა "რუსთავი 2"-ის მეწილეების ცვლილებაზე ქიბარ ხალვაშის ადვოკატ პაატა სალიას განაცხადი დააკმაყოფილა. 

ტელევიზიის 60% - ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40% კი, ქიბარ ხალვაშის კომპანია "პანორამას" მიეკუთვნა. გადაწყვეტილება რეესტრმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. 

შეგახსენებთ, რომ დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. 7 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ "რუსთავი 2"-ის არცერთი სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

320