BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ისრაელში საქართველოს მოქალაქებიის დროებით დასაქმების მიზნით მოლაპარაკებები იწყება

საქართველოს მთავრობამ 8 ივლისს დადგენილება გამოსცა, რომელიც ისრაელსა და საქართველოს მთავრობებს შორის, ნოტების გაცვლის მიზნით მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისიწნებს ისრაელში საქართველოს მოქალაქებიის დროებით დასაქმების მიზნით. 

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნოტების გაცვლის მიზნით, გაიმართოს მოლაპარაკება „ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით“, - ნათქვამია განკარგულებაში. 

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე ზემოთხსენებულ განკარგულებას უმაღლესი დონის ჩარევად აფასებს და ამბობს, რომ ეს ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების საკითხს საბოლოოდ გადაჭრის. 

474