BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ დავის არცერთ პუნქტზე დარღვევა არ დააადგინა. 

რუსთავი 2 სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მთავრობას სამი მუხლის დარღვევაზე ედავებოდა. სასამართლო მიუთითებს, რომ მან ქართულ სასამართლოებში დავის განხილვის პროცესში სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა ვერ დაადგინა. 

ამასთანავე, სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს და მის კომპანიას, პანორამას მიაკუთვნა. საქმეზე დამატებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

443