BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში $200,000-იან ახალი საგრანტო პროექტი დაანონსა

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში ახალი საგრანტო პროექტი დაანონსა. გრანტის აღწერაში ნათქვამია, რომ მისი ბენეფიციარი შეიძლება იყოს ორგანიზაცია, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორში მოღვაწე ორგანიზაციებს $200,000-იან მხარდაჭერას სთავაზობს. 

"იმისათვის, რომ საქართველო მეტად კონკურენტუნარიანი იყოს ახალ საექსპორტო ბაზრებზე, მას სჭირდება ევროკავშირის რეგულაციების წარმატებით ათვისება. მოხარული ვართ, რომ ამ პროცესის სწრაფად და ეფექტურად გავლაში საქართველოს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი $200 000 დოლარამდე ოდენობის გრანტით დაეხმარება. საგრანტო კონკურსი ღიაა საქართველოში მოღვაწე ორგანიზაციებისათვის,"- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საგრანტო პროექტის დეტალური აღწერა იხილეთ ბმულზე. 

715