BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

თბილისის მერია უახლოეს თვეებში ელექტროავტობუსების შეძენაზე ტენდერს გამოაცხადებს

თბილისის მერია უახლოეს თვეებში ელექტროავტობუსების შეძენაზე ტენდერს გამოაცხადებს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა განაცხადა და აქვე დასძინა, რომ ავტობუსების ჩანაცვლების მთლიანი პროგრამა 2021 წელს დასრულდება.
 
„პრაქტიკულად ორ წელში მთლიანად განახლებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა გვექნება. თბილისს ორ წელში დაახლოებით 1000-მდე ავტობუსი ეყოლება. შედარებისთვის ეს არის დაახლოებით 300-მდე უფრო მეტი, ვიდრე დღეს გვყავს. თუმცა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ერთი განსხვავება, რომ ჩვენ ავტობუსებში ადგილებს 48 000-დან 100 000-მდე გავზრდით. 
 
ეს მოხდება იმის ხარჯზე, რომ შეძენილი იქნება 18 და 24 მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც ჯერ არ შეგვიკვეთავს. ამ ავტობუსებისთის უკვე მიმდინარეობს ქუჩების შესაბამისი სატრანსპორტო დაგეგმარება. 
 
ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩების დასრულებულ პროექტზე იქნება ცალკე საავტობუსო ზოლები და ასევე ჭავჭავაძის გამზირზე“-განაცხადა მაია ბითაძემ.
228