BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ავტობუსების შემოყვანის დაგვიანების გამო მერია „თეგეტა ბასს“ დააჯარიმებს

თბილისში “MAN”-ის მარკის ავტობუსების შემოყვანა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „თეგეტა თრაქ & ბას“-მა უნდა უზრუნველყოს.

90 ავტობუსიდან, რომელიც მერიამ კომპანიისგან უნდა შეისყიდოს, 40 ერთეული უკვე ქალაქშია, დარჩენილი 50 ათმეტრიანი ავტობუსის ჩამოყვანა კი გასული ორი თვის განმავლობაში უნდა მომხდარიყო, თუმცა როგორც თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე აცხადებს, კომპანიის მხრიდან ავტობუსების მოწოდება შეყოვნდა, რის გამოც ყოველ გადაცილებულ ვადაზე კომპანიას ჯარიმის გადახდა მოუწევს. 

„ნებისმიერ გადაცილებულ თვეზე კომპანია ბუნებრივია ჯარიმას იხდის, თუმცა მოწოდებული იქნება ყველა ის ავტობუსი, რომელიც შეკვეთილია. იცით, რომ ავტობუსებთან დაკავშირებით ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. ეს არის პირველი პარტიის მეორე ნაკადი, რომელსაც ვიღებთ. 

ბუნებრივია კომპანიის მხრიდან იყო შეყოვნება როგორც მოწოდების, ასევე დამზადების თვალსაზრისით. სამწუხაროდ კომპანიის დაჯარიმება გვიწევს, თუმცა გარწმუნებთ, რომ სატრანსპორტო ერთიანი სქემის გაშვება არ დაგვიანდება. მთავარია, რომ პარალელურად მიმდინარეობს როგორც ავტობუსების შეძენა, ასევე სატრანსპორტო მოძრაობის სქემების დაგეგმარება“-განაცხადა ბითაძემ.

212