BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

წითელ ხიდზე 18 984 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული საქონლის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქე კ.ს-ს მართვის ქვეშ არსებული ავტობუსის და აზერბაიჯანის მოქალაქის ე.ტ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 18 984.63 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (87.92 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს. 

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

788