BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რუსეთის დუმამ საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების ამოქმედებას მხარი დაუჭირა

რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ ემბარგოს  შემოღებას მხარი  დაუჭირა.

საქართველოს რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ პლენარულ სხდომაზე მიიღო განცხადება, რომლითაც ქვეყნის მთავრობას მიმართავს,  რათა განიხილოს და წარუდგინოს რუსეთის პრეზიდენტს წინადადებები საქართველოსთვის სპეციალურ ეკონომიკურ ზომებთან დაკავშირებით.

განკარგულება, დსთ-ს საკითხთა კომიტეტის მიერ არის მომზადებული. ბრძანება რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას გულისხმობს. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოდან მინერალური წყლებისა და ღვინის იმპორტის აკრძალვის ინიციატივით, რუსეთის მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ ვიცე-სპიკერი გუშინ გამოვიდა. სერგეი ნევეროვმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვის საკითხიც განიხილონ და დაამტკიცონ.

820