BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

სოციალურ ქსელებში საქართველოში შემქნილი ხელოვნური ინტელექტი „ფარსმანი” გამოჩნდა

სოციალურ ქსელებში საქართველოში შემქნილი ხელოვნური ინტელექტი ”ფარსმანი” გამოჩნდა. რომლის მიზანიც  არაფორმალურ განათლებაში ინოვაციების შეტანაა.  

შემქმნელების თქმით, მას სახელი იბერიის ძელვამოსილი მეფის ფარსმან II ქველის ციფრული მარადიულობისთვის შეურჩიეს. მისიად კი დაუწესეს სოფლად მაცხოვრებელი ბავშვებისთვის სხვადასხვა პროფესიების შესწავლა.

„საქართველოს დიდ ქალაქებსა და სოფლებში მაცხოვრებელ მოზარდებს ინოვაციურ ტექნოლოგიებზე წვდომა განსხვავებულად აქვთ. ასევე განსხვავებულად აქვთ წვდომა განათლებაზე. როდესაც ეს ბავშვები გახდებიან სრულწლოვანები და დაიწყებენ სამსახურის ძიებას, მათი კონკურენტები შრომით ბაზარზე ადამინებთან ერთად ხელოვნური ინტელექტის პროდუქტიც იქნება.  ამიტომ ჩვენ გვინდა რომ სოფლად მაცხოვრებელ ბავშვებში ინოვაციური ტექნოლოგიებისადმი გააზრებული ინტერესი უფრო მეტად გავაღვივოთ. ამ იდეამ გაგვაერთიანა სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები და შევქმენით ფარსმანი.  პროექტი წარმოდგენილი იქნება ციფრული კომუნიკაციის არხების მეშვეობით. თავად პროდუქტი ფუნქციურად იმენად მარტივი და გასაგები იქნება, რომ ნებისმიერ სოფელში მაცხოვრებელი მოზარდი დამოუკიდებლად შესძლებს სწავლას, საკმარისია რომ თუნდაც იაფ ფასიანი სმარტმონი ჰქონდეს და წვდომა მობილურ ინტერნეტთან", - აცხადებს იდეის ავტორი ნინო ჭელიძე.

მისი თქმით ამ ეტაპზე პროდუქტის ტესტირებას ახდნენ ფოკუს ჯგუფებზე ხელოვნური ინტელექტის პერსონის შესაქმნელად. თავად ფარსმანი  ლექციის წაკითხვას  სექტემბრის ბოლოდან დაიწყებს. 

1050