BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ოლივერ რუსსო: „ბორდის წევრები ვხედავთ საინტერესო შესაძლებლობებს, რომ დაფინანსდეს ქართული ეკონომიკა“

„ბორდის უცხოელი და ქართველი წევრები, ყველანი ვხედავთ ძალიან საინტერესო შესაძლებლობას იმისთვის, რომ დაფინანსდეს ქართული ეკონომიკა“, - ამის შესახებ საქართველოს საპენსიო სააგენტოს ახლად დანიშნულმა საინვესტიციო საბჭოს ხელმძღვანელმა ოლივერ რუსსომ განაცხადა.

ოლივერ რუსსო აცხადებს, საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ ღრმა დისკუსიები იწარმოებს.

„გვესმის, რომ არსებობს ბევრი შეზღუდვა. ეს საქართველოს მოქალაქეებს მოუტანს სარგებელს. ვაცნობიერებთ, რომ ეს იქნება რთული ამოცანა. ვიმუშავებთ როგორც ერთიანი გუნდი, მე, ვიცე-თავმჯდომარე ჟან ფრედერიკ პოლსენი და ბორდის სხვა სამი წევრი, ვიქნებით ერთიანი და ეფექტური გუნდი. 

მოგეხსენებათ, რომ საინვესტიციო პოლიტიკა შეზღუდულია საკანონმდებლო ჩარჩოებით. გვსურს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს აღნიშნული პროცესის განვითარება. თავად საინვესტიციო პოლიტიკა ფიქსირებული შემოსავლის აქტივებზე იქნება ორიენტირებული, ეს დაბალრისკიანი აქტივებია. 80% აქტივების დაბანდდება საქართველოს ეკონომიკაში. მთლიანობაში საკმაოდ ბევრი ჩარჩო არსებობს, რომელსაც კანონმდებლობა ფონდის საინვესტიციო გუნდს უწესებს, ჩვენ გვესმის რაციონალი ამ საკანონონმდებლო შეზღუდვების მიღმა და ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია საინვესტიციო პორტფელის მომზადება, რომელიც ამას დააკმაყოფილებს", - ამბობს ოლივერ რუსსო. 

შეგახსენებთ, რომ საბჭოს შემადგენლობა არიან: დავით წიკლაური (3 წლის ვადით); ჟან-ფრედერიკ პოლსენი (3 წლის ვადით);  ოლივიე რუსსო (5 წლის ვადით); ტიმო ვირერკენტა (5 წლის ვადით); 
მაიკლ რიდლი 9 (5 წლის ვადით);

248