BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ოლივერ რუსო უხელმძღვანელებს

საქართველოს საპენსიო სააგენტოს  საინვესტიციო საბჭოს ფრანგი ფინანსისტი ოლივერ რუსსო უხელმძღვანელებს. 

ამის შესახებ დღეს სააგენტოში გამართული პირველი სამუშაო შეხვედრისას საპენსიო სააგნეტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ  განაცხადა.

„შეხვედრაზე განხილული იყო რამდენიმე საკითხი. პირველ რიგში, ეს იყო საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი და ერთხმად არჩეულ იქნა ოლივერ რუსსო, ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნა ჟან ფედერიკ პოლსენი“, - განაცხადა სურგულაძემ.

საინვესტიციო საბჭოში შემადგენლობაში შედიან:
დავით წიკლაური (3 წლის ვადით); 
ჟან-ფრედერიკ პოლსენი (3 წლის ვადით); 
ოლივიე რუსსო (5 წლის ვადით); 
ტიმო ვირერკენტა (5 წლის ვადით); 
მაიკლ რიდლი 9 (5 წლის ვადით);

ლევან სურგულაძის ინფორმაციით, საპენსიო სისტემაში 831 000 ადამიანი არის გაწევრიანებული. 

"დღევანდელი მონაცემებით, 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე საპენსიო სისტემაში გაწევრიანებული არის 831,000 ადამიანი და აქედან დაახლოებით, 13%-მა დატოვა საპენსიო სისტემა. ზუსტად არ მახსოვს მათგან რამდენი არის საჯარო და რამდენი არის კერძო, საჯარო ნაკლებია, ვიდრე - კერძო. 

ეკონომიკის სექტორი ბევრია, ჩემი აზრით, საქართველოში არის მომგებიანი სექტორები, საიმედო სექტორებიც. ასეთი არის მაგალითად ენერგეტიკა, სატელეკომუნიკაციო სექტორი, ლოგისტიკური სექტორი, საბანკო სექტორიც მათ შორის. ჩემი აზრით, დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის შექმნა სავსებით მისაღწევია, რომ იყოს კარგი ამონაგები და დაბალი რისკი“, - განაცხადა საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარემ.

302