BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

სებ-ის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ შეადგინა 89 647 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.500%-ით, მაქსიმალური 6.600%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.551%-ით განისაზღვრა.

367