BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

1 ოქტომბრიდან განახლებული 10 ლარიანი ბანკნოტები მიმოქცევაში გამოვა

2019 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში განახლებულ 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს გაუშვებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება.

განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები საზოგადოებას დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა.

567