BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

1 აშშ დოლარი - 2.8470 ლარი, 1 ევრო - 3.2356 ლარი

ეროვნული ვალუტა გაუფასურების ახალ ისტორიულ ნიშნულს აღწევს. ლარი ამერიკულ დოლართან და ევროსთან მიმართებაში 27 ივნისის მდგომარეობით კიდევ გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8470 ლარი გახდა. დღემდე მოქმედი კურსი 2.8333 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0137 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა მასთან მიმართებაში 0.0096 ლარით გაუფასურდა და 3.2356 ლარი შეადგინა. დღემდე 1 ევროს ღირებულება 3.2260 ლარი იყო.

233