BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რუსეთის ომბუდსმენი: „თბილისში მიმდინარე მოვლენები ღრმა შეშფოთების საფუძველს იძლევა“

„თბილისში მიმდინარე მოვლენები ღრმა შეშფოთების საფუძველს იძლევა“, - ამის შესახებ რუსეთის ომბუდსმენმა ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა.

მოსკალკოვა საქართველო სახალხო დამცველს ნინო ლომჯარია სთხოვს, დაეხმაროს საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვაში.

მოსკალოკოვას განცხადებით, „რუსული ტელეარხის „რასია 24“-ის გადამღებ ჯგუფს თავს ნაციონალისტები დაესხნენ და ათასობით რუსი ტურისტი იძულებული იყო, სამშობლოში დაბრუნებულიყო“.

მისივე თქმით, დაირღვა რუსეთის დელეგაციისა და მისი ხელმძღვანელის სერგეი გავრილოვის უფლებები მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე.

1406