BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მამუკა მუმლაძე: „მიკროავტობუსებში ფეხზე მდგომი 6-7 მგზავრის შემთხვევაში ჯარიმები იწერება“

„მიკროავტობუსებში ფეხზე მდგომი 6-7 მგზავრის შემთხვევაში ჯარიმები იწერება“, - ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მუმლაძემ გადაცემა „მაესტროს ბიზნეს თაიმში“ განაცხადა.

მისი თქმით, მიკროავტობუსების ქარხნული დოკუმენტის მიხედვით ფეხზე მდგომი 5 მგზავრის გადაყვანაა ნებადართული.

„ნებართვა, რომელიც მიკროავტობუსების კომპანიაზე გაიცა თავის დროზე, ჩანაწერია გაკეთებული თუ ფეხზე მდგარი მე-6 და მე-7 მგზავრი ფიქსირდება, ჩვენ შეგვიძლია ჯარიმის დაწერა და ჯარიმები იწერება, თუმცა ამ ნაწილშიც ის რაც არის მოუწესრიგებელია, ჩვენთვის არის მიუღებელი და ჩვენ ვადები გვაქვს აღებული რომ სატრანსპორტო სისტემა მოვაწესრიგოთ, თუ ვერ მოვაწესრიგეთ ჩვენ მაზდ ვართ პასუხი ვაგოთ“, - თქვა მუმლაძემ.

1445