BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მაისში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.8%-ით გაიზარდა

2019 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 145.8 მლნ აშშ დოლარი (400.4 მილიონი ლარი შეადგინა), რაც 11.8%-ით (15.4 მლნ დოლარით) მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.9% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ, მაისში 1 მილიონ დოლარს გადააჭარბა. იმაზე 18 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 93.9% მოდიოდა. 

ევროკავშირის ქვეყნებიდან გზავნილებზე მთლიანი გზავნილების 39.19% მოდის, დანარჩენ ქვეყნებზე კი 60.81%. ევროკავშირის ქვეყნებიდან ლიდერობს იტალია (20.31 მლნ დოლარი), საბერძნეთი(16.64მლნ დოლარი) და გერმანია(4.23 მლნ დოლარ), მათ ევროკავშირის ქვეყნებში მოყვებათ ესპანეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო და კვიპროსი.

რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, მაისში ყველაზე მეტი თანხა - 34.80 მლნ დოლარი რუსეთდან არის გადმორიცხული.  შემდეგ გადმორიცული ფულის მოცულობის სიდიდის მიხედვით  მას მოსდევს აშშ - 15.96 მლნ დოლარით და ისრაელი 13.74 მლნ დოლარით.

1 მლნ დოლარს აღემატება გზავნილები: თურქეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან კანადიდან და სომხეთიდან.

2019 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 20.5 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2018 წლის მაისის(19.7 მლნ) ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით 3.9%-ით მეტია.

691