BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

10 ბიზნესგაერთიანება ფინანსთა მინისტრმს „ოქროს სიის“ ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტებას სთხოვს

10 ბიზნეს-გაერთიანება საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს მიმართავს განუმარტონ რამდენიმე საკითხი „ოქროს სიაში“ შემავალი კომპანიებისთვის შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით.

"მოგმართავთ თხოვნით, განგვიმარტოთ: ამ გადაწყვეტილებების მიღების მიზეზები და არგუმენტაცია; რა ფისკალურ ეფექტს ელოდებით მათი ძალაში შესვლის შემდეგ; რითი იყო გამოწვეული ბიზნესთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე აღნიშნული გადაწყვეტილებების მყისიერად მიღება", - წერია მიმართვაში რომელსაც ხელს აწერენ:
გადასახადის გადამხდელთა კავშირი; დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია; ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია; ქართულ მაღაზიათა ასოციაცია; საერთაშორისო სავაჭრო პალატა; გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება; საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია; ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი; საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია; საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაცია.

შეგახსენებთ, რომ ამოქმედებული ცვლილებებით იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30 დღიდან 5 დღემდე მცირდება. ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში 3 ივნისს გამოქვეყნდა.

79