BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ბოლნისის I საერთაშორისო ფორუმი გაიმართება

13-14 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, პირველ საერთაშორისო ფორუმს ადგილობრივი თვითმმართველობები ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის სოფლის მეურნეობაში დ სოფლად“ გაიმართება. ღონისძიების მთავარი მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების პოტენციალისა და როლის განსაზღვრა, აგრობიზნესისა და სოფლის განვითარებაში. კონფერენციაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ დისკუსიაში, გაეცნონ ბოლნისის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებს, ეწვიონ მთავარ ტურისტულ ატრაქციებს და ითანამშრომლონ ერთმანეთთან.

"ფორუმი დაფუძნდა მიმდინარე წელს და გულისხმობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გამოცდილების გაზიარებას ადგილობრივ თვითმმართველობებს, ბიზნეს სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას და ექსპერტებს შორის. აღნიშნული, მიმართული იქნება ადგილობრივი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თანამშრომლობის როლის გამოსაკვეთად სოფლის მეურნეობისა და სოფლად საზოგადოების ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. მსგავსი ტიპის ყოველწლიური ფორუმი ხელს შეუწყობს საუკეთესო პრაქტიკასა და გამოცდილებაზე დაფუძნებულ ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას.  

მიმიდნარე წელს ფორუმი მიეძღვნება ადგილობრივ-ეკონომიკურ განვითარებას დაფუძნებულს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებაზე. მოგიწვიეთ, რათა განვიხილოთ ადგილობრივი ხელისუფლების როლი, როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების მთავარი ფასილიტატორი. ფორუმზე აგრეთვე განხილული იქნება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება დაფუძნებული თანამშრომლობაზე, სწორ მარკეტინგზე, გენდერულ თანასწორობაზე, კლიმატის ცვლილების შერბილებასა და ახალ შესაძლებლობებზე", - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა. 

ღონისძიებას დაესწრება 100-მდე წარმომადგენელი რეგიონული და ცენტრალური ხელისუფლებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და პარტნიორებიდან,  არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, უკრაინის, ბელარუსის, მოლდოვას, სომხეთისა და აზერბაიჯანის ადგილობრივი თვითმმართველობის / პარტნიორობის წარმომადგენლები, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და"მერების ეკონომიკური ზრდისთვის" სამდივნო.

 

 

168