BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ხვალ, ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია GÜRTİAD-ის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფართოებული ღონისძიება გაიმართება

ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია GÜRTİAD-ისდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფართოებული ღონისძიება გაიმართება. 

ღონისძიება მიზნად ისახავს ასოციაციისა და მისი წევრებისთვის, შემოსავლების სამსახურის მიერ დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარებას.

აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრებიან GÜRTİAD-ის მმართველი საბჭოს წევრები, წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ბ-ნ ვახტანგ ლაშქარაძე, სამსახურის უფროსის მოადგილე ბ-ნ ზურაბ ძნელაშვილი, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ არახამია და იურიდიული დეპარტამენტის წინასწარი გადაწყვეტილებების სამმართველოს უფროსი გიორგი მაისურაძე.  თათბირს ასევე დაესწრებიან თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი და ვაჭრობის ატაშე.

ღონისძიება ხავლ,  19:00-21:30 საათზე, სასტუმრო „Tiflis Palace“-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.
201