BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ფინანსთა სამინსიტროში „ოქროს სიაში“ შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს

ფინანსთა სამინსიტროში „ოქროს სიაში“ შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს.

ბიზნესსექტორი ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს "ოქროს სიაში" არსებული კომპანიებისთვის შეღავათების გაუქმების საკითხთან დაკავშირებით ხვდება. 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ფინანსთა მინისტრის ინიციატივით და ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით იმართება.

6 ივნისს, ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მთავრობას რეკომენდაციით მიმართა დაიწყოს კონსულტაციები ბიზნესთან და მანამდე, „ოქროს სიის“ მონაწილე სუბიექტებზე მოხდეს არსებული მოცემულობის შენარჩუნება. მისი თქმით: „ეს არის ფინანსთა სამინისტროს ჩავარდნა კომუნიკაციაში ბიზნესთან“.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს. აღნიშნულს საქართველოს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის 2019 წლის 31 მაისს ხელმოწერილი ბრძანება №162 ითვალისწინებს

121