BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ნინო ჩიქოვანი: „Global finance - ის შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხორციელდება თანამიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა“

“Global Finance-ი ოცდაათ წელზე მეტია რაც წარმოადგენს ინფირმაციის უმნიშვნელოვანეს წყაროს უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიებისთვის და ემყარება წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებს”, - განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.

მისი თქმით, გამოცემამ ყურადღება გაამახვილა ისეთ მახასიათებლებზე, როგორიცაა ეკონომიკური სტაბილურობა, ლიბერალური ბიზნესრეგულაციები, საინვესტიციო მიმზიდველობა და სხვ. 

„დადებითი გზავნილები ისეთი საერთაშორისო გამოცემების მხრიდან, როგორიცაა Global Finance-ი მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც არსებული, ასევე პოტენციური ინვესტორებისთვის, ქმნის საქართველოს პოზიტიურ იმიჯს და იძლევა შესაძლებლობას, მოხდეს მეტი საერთაშორისო ინვესტორის დაინტერესება საქართველოს ეკონომიკისა და მისი ცალკეული სექტორების მიმართ,“ - განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.

Global finance - ის შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხორციელდება თანამიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა და ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა. აღნიშნული გამოწვეულია ქვეყნის მაკროეკონომიკური ტენდენციებით, განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებით, რომლებმაც ქვეყნის კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნად გაზარდეს და საქართველო პოზიციებით დაწინაურდა“, - განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.

მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელი ბევრი ქვეყნის ეკონომიკისთვის გარდამავალი აღმოჩნდა, მნიშვნელოვანია რომ საქართველოს ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა. გამოცემა აღნიშნავს არამხოლოდ სტაბილურ საინვესტიციო და ბიზნესის კეთებისთვის მარტივ გარემოს, არამედ  გაუმჯობესებისა და ზრდის ტენდენციებს, რაც საერთო ჯამში პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელსა და საერთაშორისო პოზიციონირებაზე”, - განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ბიზნესფორუმებისა და სავაჭრო მისიების ორგანიზებისას, ცალსახად შეიმჩნევა, რომ განსაკუთრებით გაზრდილია ინტერესი იმ ქვეყნების ბიზნესწრეებში, რომლებიც საქართველოს ტრადიციული სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორები არ არის. 

224